სოფო ქაცარავა: საქართველო, ალიანსის წევრების მხრიდან, განიხილება რეგიონში ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორად

სოფო ქაცარავა: საქართველო, ალიანსის წევრების მხრიდან, განიხილება რეგიონში ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორად

“ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონში, სადაც კორუფციის დონე არის ზოგიერთ ევროკავშირის ქვეყანაზე  უფრო დაბალიც კი”, – ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა, სოფო ქაცარავამ კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც გერმანიის დელეგაციის წევრმა, ულა შმიდტმა მოამზადა.

სოფო ქაცარავას თქმით, საქართველო ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერით, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას გააგრძელებს.

„ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონში, სადაც კორუფციის დონე არის ზოგიერთ ევროკავშირის ქვეყანაზეც კი უფრო დაბალი. ასევე, ანგარიშში აისახა დემოკრატიისა და პრესის თავისუფლების ინდექსების გაუმჯობესებაც.

მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის ნაწილი ეთმობოდა საქართველოში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებასაც, რომელიც მრავალფეროვანია და მისი უდიდესი ნაწილი ევროპული ღირებულებების მატარებელია, რაც დემოკრატიის მაღალი ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

ნათელია, რომ საქართველო ალიანსის წევრების მხრიდან განიხილება, როგორც ლიდერი ქვეყანა, გატარებული რეფორმებით და რეგიონში ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორად. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს სტიმული, გავაკეთოთ უფრო მეტი. ჩვენ ვაგრძელებთ თანმიმდევრულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერით“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები