სოფო კილაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე, განაცხადა, რომ კომისიამ ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო.

სოფო კილაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე, განაცხადა, რომ კომისიამ ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო.

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოფო კილაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე, განაცხადა, რომ კომისიამ ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო. მისივე თქმით, საპარლამენტო კონტროლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
“საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან ველოდები არა საგნობრივ მსჯელობას და საგნობრივ კითხვებს, არამედ პოლიტიკურ შოუს, რომლის დადგმას აუცილებლად შეეცდებიან – ოპოზიციის აპრობირებული მეთოდია, როცა საგანზე კითხვა არა აქვთ, პოლიტიკურ შოუს აწყობენ. დღეს კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საპარლამენტო კონტროლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. დღეს გამოკითხვაზე იქნებიან ყოფილი მთავარი პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რაც არის იმის დამამტკიცებელი, რომ საპარლამენტო კონტროლი რეალურად არის გაზრდილი. თუ რაიმე კითხვა არის, ყველა თანამდებობის პირი პარლამენტში მოვა და კითხვებზე პასუხს გასცემს“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ. დღესვე, კომისია იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმენს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები