სოფო კილაძემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორთან, მამუკა თავხელიძესთან ერთად, დიდი ქართველი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა.

სოფო კილაძემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორთან, მამუკა თავხელიძესთან ერთად, დიდი ქართველი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორთან, მამუკა თავხელიძესთან ერთად, დიდი ქართველი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა.

“მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ამ შესანიშნავი ღონისძიების მონაწილე გავმხდარიყავი. გრიგოლ რობაქიძე მეოცე საუკუნის უდიდესი მწერალი და მოაზროვნეა და ეს უნივერსიტეტი მის სახელს ატარებს. ვიმედოვნებ, ახალგაზრდები, რომლებიც ამ კედლებში იღებენ განათლებას, მის კვალს ღირსეულად გააგრძელებენ. დღეს, სვეტიცხოველში, ანთებული სანთლებით ხელში შესულმა სტუდენტმა დედებმა სიმბოლურად აღასრულეს დიდი მწერლის დანაბარები – “…ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები,მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს”. ვულოცავ უნივერსიტეტს ამ შესანიშნავ დღეს”, – აღნიშნა სოფო კილაძემ ღონისძიებაზე საუბრისას.

ღონისძიება უნივერსიტეტმა მწერლის დაბადებიდან 135-ე წლისთავს მიუძღვნა.​

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები