სოფო კილაძე ვახტანგ გომელაურის მოხსენებაზე: სწორად იყო აქცენტი დასმული

სოფო კილაძე ვახტანგ გომელაურის მოხსენებაზე: სწორად იყო აქცენტი დასმული

“სწორად იყო აქცენტი დასმული, როდესაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ნახსენები იყო ჰიბრიდული ომის კონტექსტში რაღაც გარკვეული დაპირისპირების კერის შექმნის მცდელობა ჩვენს ქვეყანაში”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, სოფო კილაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტან გომელაურის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა.
„სწორად იყო აქცენტი დასმული, როდესაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ნახსენები იყო ჰიბრიდული ომის კონტექსტში რაღაც გარკვეული დაპირისპირების კერის შექმნის მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, მტრული ქვეყნები ხშირად იყენებენ ასეთ ბერკეტებს, მით უმეტეს, ისეთ რთულ რეგიონში, როგორ რეგიონშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება; აქედან გამომდინარე, ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები