სოფო კილაძე – ფარული ჩანაწერებით ომმა უკვე ისეთი კომიკური სახე მიიღო, რომ სერიოზული პასუხის გაცემა უხერხულია

სოფო კილაძე – ფარული ჩანაწერებით ომმა უკვე ისეთი კომიკური სახე მიიღო, რომ სერიოზული პასუხის გაცემა უხერხულია

ფარული ჩანაწერებით ომმა უკვე ისეთი კომიკური სახე მიიღო, რომ სერიოზული პასუხის გაცემა უხერხულია, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოფო კილაძემ ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებული ჩანაწერის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

„უკვე ამ ჩანაწერებს აღარ ვუყურებ და აღარც ვუსმენ, რადგან იმდენად კომიკური სახე მიიღო, რომ არასერიოზული გახდა. თეორულიადაც რომ დავუშვათ, რომ ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი არის ავთენტური, აბსოლუტურად არ მესმის ამას რა კავშირი აქვს „ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა კილაძემ.

„რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე ფიგურირებენ. ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები