სოფო კილაძე „ნაცმოძრაობაზე“: ერთხელ მაინც რომ გამოეხატათ სინანული იმ საშინელებისთვის, საზოგადოება რაღაც მომენტში მაინც აპატიებდა

სოფო კილაძე „ნაცმოძრაობაზე“: ერთხელ მაინც რომ გამოეხატათ სინანული იმ საშინელებისთვის, საზოგადოება რაღაც მომენტში მაინც აპატიებდა

2012 წლამდე მომხდარ საქმეებზე პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ ძალასა და მის სხვადასხვა განშტოებებს ეკისრება, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, დარბაზში არ არიან. რომელიმე მათგანს ერთხელ მაინც რომ გამოეხატა სინანული იმ წარმოუდგენელი საშინელებისთვის, რაც მათ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას დაატრიალეს თავზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება იმდენად სულგრძელია, რომ რაღაც მომენტში მაინც აპატიებდა მათ ამას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტში გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, მათი მხრიდან, ისიც – ძალიან იშვიათად, ვისმენთ საუბარს ცალკეულ „შეცდომებსა“ და „გადაცდომებზე“. მოდით, აბა, იმ ადამიანებს, ოჯახებს ვკითხოთ, თუ დაარქმევენ წამებას შეცდომას, ან გაუპატიურებას – გადაცდომას?“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტში ადამიანის უფებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების 2019 წლის ანგარიშზე მსჯელობენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს ანგარიშს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე აცნობს. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და 2012-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 5-ჯერ ნაკლებია. დღევანდელ განხილვას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ ესწრებიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები