სოფო კილაძე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ნილ სკოტს შეხვდა

სოფო კილაძე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ნილ სკოტს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ნილ სკოტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. სოფო კილაძე სტუმარს, ასევე, კომიტეტის ინიციატივების შესახებ ესაუბრა.

„ჩვენს კომიტეტს გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამის დადასტურებაა. გაერო და მისი შესაბამისი ორგანოები წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული საქართველოში ადამიანის უფლებათა განვითარების საქმეში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან გაერო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

„მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო კონფერენცია „დღის წესრიგი 2030″, სადაც გაეროს განვითარების პროგრამა ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორია გერმანულ ფონდ, GIZ-თან ერთად. დღევანდელ შეხვედრაზე, მათ შორის, ამ კონფერენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმსჯელეთ”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. ​

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები