სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა

სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალმა წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა პირველი შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართა.
როგორც სოფიო კილაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს, მათ შორის სოციალური მუშაობის შესახებ კანონზე და ბავშვის კოდექსზე, რომელიც დამუშავების ბოლო ფაზაშია. დეპუტატის თქმით, კოდექსზე მუშაობა კომიტეტმა უკვე დაასრულა და იგი როგორც საერთაშორისო ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეჯერებული ვერსიას უახლოეს მომავალში წარმოადგენს.
„ჩვენი კომიტეტისთვის უმთავრესი პრიორიტეტია ბავშვთა უფლებების დაცვა. უკვე დავასრულეთ მუშაობა ბავშვის კოდექსზე, რომელიც არის როგორც საერთაშორისო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეჯერებული ვერსია. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საკითხის პარლამენტში ინიცირებას. მოხარული ვარ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი, რომელიც არის მსოფლიოს მასშტაბით ბავშვთა უფლებების დაცვის ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, ჩართულია და მხარს უჭერს ამ პროცესს. მათი ექსპერტიზა და მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი მხარს უჭერენ ასევე, სოციალური მუშაკის რეფორმას და მთლიანად ამ პროცესს, რაც ჩვენ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ორივე რეფორმა აუცილებლად იქნება ბავშვთა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტი“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები