სოფო კილაძე: Faireconomics-ის სტატიაში ძალიან კარგად ჩანს ის დახმარება, რასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოსა და ქართულ სახელმწიფოს უწევს

სოფო კილაძე: Faireconomics-ის სტატიაში ძალიან კარგად ჩანს ის დახმარება, რასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოსა და ქართულ სახელმწიფოს უწევს

“სტატიაში ძალიან კარგად ჩანს, ობიექტურად, როგორც ეს გერმანელებს სჩვევიათ, ის დიდი წვლილი, ის დახმარება, რასაც ეს ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი საქართველოსა და ქართულ სახელმწიფოს უწევს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გერმანულ Faireconomics-ში გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასა და კოვიდ-19-თან ბრძოლაში საქართველოს წარმატებაზე წერს.

“სტატიაში ძალიან კარგად ჩანს, ობიექტურად, როგორც ეს გერმანელებს სჩვევიათ, ის დიდი წვლილი, ის დახმარება, რასაც ეს ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი უწევს საქართველოსა და ქართულ სახელმწიფოს. როგორც წესი, ყველაზე კარგად ქვეყნის ეფექტიანობა, დემოკრატია ჩანს, კრიზისულ სიტუაციას როგორ უმკლავდება ესა თუ ის სახელმწიფო და სტატიაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ როგორც ქართული სახელმწიფო გაუმკლავდა ძალიან კარგად, ამ ყველაფრის გადაზღვევა რეალურად იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უპრეცედენტო დახმარება გაუწია თავის ქვეყანას მთელი მსოფლიო მასშტაბით”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები