სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს 29-ე შეხვედრა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს 29-ე შეხვედრა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს 29-ე შეხვედრა, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ვეტერინარულ ღონისძიებებსა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
სხდომას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ცხოველთა ჯანმრთელობის სამეთვალყურეო საბჭო წარმოადგენს ცხოველთა ჯანმრთელობის აქტივობების კოორდინატორს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, საერთაშორისო დონორებსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს ვეტერინარიისა და უვნებელი სურსათის წარმოების ხელშეწყობას, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის – ვეტერინარიისა და, ზოგადად, მეცხოველეობის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები