სოფიო ქაცარავა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელში კოლეგებს მიმართა და ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა ტრანსატლანტიკური ერთობის ფორმირება.

სოფიო ქაცარავა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელში კოლეგებს მიმართა და ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა ტრანსატლანტიკური ერთობის ფორმირება.

პარლამენტის უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელში კოლეგებს მიმართა და ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა ტრანსატლანტიკური ერთობის ფორმირება. ღონისძიება ევროპის მთლიანობისა და თავისუფლების საკითხებს ეხებოდა.
„მე იმ ქვეყნის პერსპექტივიდან ვსაუბრობ, რომლის მოქალაქეების 80% მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, სწორედ ესაა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ღერძი და ჩვენ ვიცით ეს გზა სად მიგვიყვანს. ერთიანი, თავისუფალი, სტაბილური და უსაფრთხო ევროპის მიღწევის წინაპირობაა ტრანსატლანტიკური ერთობა და სტაბილურობის გაძლიერება. ამისათვის ევროპა უნდა დარჩეს მისი ძირითადი პრინციპების ერთგული, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ევროკავშირის და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებას. კონფლიქტები საქართველოს უქმნის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და რეგიონის უსაფრთხოებას, არამედ რისკის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას. ევროპა ორი უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას – ესენია ერთის მხრივ ტრადიციული კონფლიქტები ევროპაში და მეორე მხრივ, ჰიბრიდული საფრთხეები -დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ორივე ტიპის გამოწვევას ერთი წყარო აქვს.“- სოფიო ქაცარავა.
სოფიო ქაცარავამ კონფლიქტების მოგვარებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან, მათ შორის, დეზინფორმაციასთან გამკლავების გზებზე ისაუბრა, რაც ტრანსატლანტიკური ერთობის და ევროპის მდგრადობის გაძლიერებაზე გადის.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები