სოფიო ქაცარავა მთავრობის სხდომაზე წარდგენილ ახალი სამშვიდობო ინიციატივას და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

სოფიო ქაცარავა მთავრობის სხდომაზე წარდგენილ ახალი სამშვიდობო ინიციატივას და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა მთავრობის სხდომაზე წარდგენილ ახალი სამშვიდობო ინიციატივას და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან სწორი, დროული და გააზრებული ნაბიჯი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედით განხორციელებას და იქნება უფრო კონკრეტული შედეგების მიღწევაზე ორიენტირებული.
“მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით დარეგულირება და ზოგადად ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა. დღეს მთავრობის სხდომაზე წარდგენილ იქნა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი სამშვიდობო ინიციატივა და ამასთან დაკავშირებით მსურს გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის განცხადებას. ეს არის ძალიან სწორი, დროული და გააზრებული ნაბიჯი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ჩვენს მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედით განხორციელებას და იქნება უფრო კონკრეტული შედეგების მიღწევაზე ორიენტირებული.
სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ინიციატივას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ თანაბარი შესაძლებლობები შევუქმნათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ყველა იმ მიმართულებით რაც მათ პირობებს გააუმჯობესებს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო კუთხით და საშუალებას მისცემს მათ ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელიც ახლავს ევროინტეგრაციის პროცესს.
ჩვენ დავიწყებთ ამ ინიციატივას საპარლამენტო ფორმატებში განხილვას, თუმცა აქამდეც ჩვენ ჩართულები ვიყავით ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარე კონსულტაციებში.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ეს არის სწორი ნაბიჯი და ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომა და მე სრულად ვუჭერ მხარს ამ ინიციატივას, ასევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, რომელთა ჩართულობაც ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი, იმისთვის რომ სტრატეგიული მიზნების პროცესი უფრო ეფექტურად წარიმართოს.
ჩვენი პრაგმატული, პრინციპული და მშვიდობიანი მიდგომა სწორედ ასეთ ქმედებებს ეფუძნება და სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია”, – განაცხადა ქაცარავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმოადგინა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები