სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად და პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად და პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

ბერლინში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, რომელიც ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მომხსენებელი იყო, დღეს დემოკრატიული ჯგუფის ვიცე პრეზიდენტად და პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

„მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, რომ ჩვენი პარტნიორების ასეთ ნდობას ვიმსახურებ. ასამბლეის პირველი კომიტეტი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და გამოწვევებს წარმოადგენს და შესაბამისად მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ ფორმატს საქართველოს საგარეო პოლიტიკის იმპლემენტაციისა და პრაქტიკული ნაბიჯებისთვის”,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები