სოფიო ქაცარავა და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვდნენ.

სოფიო ქაცარავა და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვდნენ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რუმინეთის ხელისუფლება დაინტერესებულია საქართველოსთან მრავალმხრივი თანამშრომლობა იქონიოს კულტურის, ტურიზმის, პირდაპირი ავიამიმოსვლის, ენერგეტიკის და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს და რუმინეთს ბევრი საერთო პრიორიტეტი აკავშირებს.

„აღსანიშნავია, რომ რუმინეთი საქართველოს საგარეო მისწრაფებებზე, რასაც ევროკავშირში და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია წარმოადგენს, აქტიური მხარდამჭერია, რაც საერთაშორისო ფორმატის ფორუმებზე არაერთხელ დადასტურდა”, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ. მისივე განცხადებით, რუმინელ დიპლომატთან შეხვედრისას საუბარი სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გამართვის საკითხებსაც შეეხო.

რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ისკო დასენის განცხადებით, ორ ქვეყნას შორის ურთიერთობა დინამიურად ვითარდება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობასთან ერთად, ასევე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა თბილისის და ბუქარესტის დაძმობილება და ანთიმოზ ივერიელის სახელობის სკოლების დაახლოება.

მისივე ინფორმაციით, ქართული ღვინის მიმართ რუმინული მხარის დაინტერესება დიდია და აქტიურად მიმდინარეობს საკითხის განხილვა, რაც ქართული პროდუქციის რუმინეთისთვის, შუამავალი კომპანიების გარეშე, პირდაპირ მიწოდებას უზრუნველყოფს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები