სოფიო ქაცარავა და რატი იონათამიშვილი საქართველოს ელჩს ნორვეგიაში, მაია ყიფშიძეს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ნორვეგიის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი რატი იონათამიშვილი საქართველოს ელჩს ნორვეგიაში, მაია ყიფშიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ნორვეგია-საქართველოს შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. ასევე, მიმოიხილეს არსებული პროექტები და პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნორდიკულ ბალტიური ქვეყნების (NB8) ფორმატის მნიშვნელობასა და საქართველოსთვის ამ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„ტრადიციულად ვმართავ შეხვედრებს ჩვენს ელჩებთან საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, რათა საგარეო პოლიტიკა უფრო თანმიმდევრული და ეფექტური იყოს. როგორც წესი, ასეთი შეხვედრების დროს განვიხილავთ დიპლომატიური მისიის დღის წესრიგსა და მთავარ პრიორიტეტებს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო ქაცარავამ.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებსა და გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა.

გიორგი მარგველაშვილი ქართველი ხალხის სახელით, აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
