სოფიო ქაცარავა ბულგარეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს

სოფიო ქაცარავა ბულგარეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დღეს სოფიაში „ერთიანი საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ” საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთავმჯდომარეს, ჯემა გროზდანოვას შეხვდა, რომელთანაც განიხილა ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები, ბულგარეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები, დღის წესრიგი და საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მისწრაფებები.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე და საპარლამენტო როლზე”, – სოფიო ქაცარავა.

ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიმდინარე წლის მაისში თბილისს ეწვევა, რა დროსაც  მრავალი მიმართულების მომცველი საკომიტეტო ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდება.

ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ევროპულ საქმეთა და ევროპული ფონდების საზედამხედველო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კრისტიან ვიგენინთან, რომელთანაც განიხილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმები და ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის საკითხები და გამოწვევები.

„განვიხილეთ ბულგარეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის კავშირები, რაც უფრო მეტად გააქტიურდება მომავალში პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები