სოფიო კილაძე-საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმისთვის

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმისთვის – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონპროექტი ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული აზრის ფორმირებისთვის.
“უმრავლესობა კანონპროექტს მხარს უჭერს. მგონია, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებისთვის, იმისთვის, რომ მოქალაქეებს დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მას ნამდვილად მხარს ვუჭერთ“– განაცხადა კილაძემ.
ამასთან, კილაძის ელის, რომ პრეზიდენტი “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ვეტოს დაადებს.
თუ იქნება ისეთი არგუმენტი, რომელიც ჩვენ დაგვარწმუნებს, ვეტოს გავიზიარებთ, მაგრამ ასეთი არგუმენტი ჯერ-ჯერობით ვერ მოვისმინე, ამიტომ მგონია, რომ მიუღებელი იქნება“, – აღნიშნა დეპუტატმა.
წყარო:kvira.ge
მსგავსი სიახლეები

უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიციის წარმომადგენლები რიგ-რიგობით ჩადიან პანკისის ხეობაში და ადგილობრივი მოსახლეობისადმი ვითომდა თანადგომით, სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ-დიმიტრი ხუნდაძე

“როცა 400 ათასზე მეტი ამომრჩეველი და მხარდამჭერი ჰყავს ქალაბტონ სალომეს, ლეგიტიმაცის შესახებ კითხვის დასმა უშინაარსოა” – “ქართული ოცნების” დეპუტატი

თეა წულუკიანის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად „ევროპული საქართველოს“ დასკვნაა, არასერიოზულია.
