სოფიო კილაძე: მართლმსაჯულების რეფორმამ უდავოდ დადებითი ცვლილებები მოახდინა სასამართლო სისტემაში

სოფიო კილაძე: მართლმსაჯულების რეფორმამ უდავოდ დადებითი ცვლილებები მოახდინა სასამართლო სისტემაში

“მართლმსაჯულების რეფორმამ, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა, უდავოდ დადებითი ცვლილებები მოახდინა სასამართლო სისტემაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შემთხვევითი არაა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ორგანიზაციის, Heritage Foundation-ის კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემას, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მხრივ, ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.
“დამოუკიდებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცულობის მაღალ ხარისხს ყველა სფეროში, იქნება ეს საკუთრება, სოციალური დაცვის მექანიზმები, ბიზნესი თუ სახელმწიფოს და მოქალაქეების ურთიერთობა. ეს ქვეყანაში კეთილდღეობის გაუმჯობესების წინაპირობაა. შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ორგანიზაციის, Heritage Foundation-ის კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მხრივ. ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელიც მან ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამოსვლისას გააკეთა, აბსოლუტურად სწორი აქცენტებია დასმული: საქართველო არის ლიდერი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ერთ-ერთი მოწინავე, ევროპის ქვეყნებს შორის. მნიშვნელოვანია ჩვენს ამ მიღწევებზე ხმამაღლა საუბარი სტრატეგიულ პარტნიორთან, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები წლების განმავლობაში აქტიურად უჭერს მხარს დემოკრატიულ რეფორმებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება მათი მხარდაჭერა სასამართლო სისტემის კიდევ უფრო დახვეწის და განვითარების პროცესში მომავალშიც”,-განაცხადა კილაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები