სოფელ ყარაჯალარში ორი ათასზე მეტი, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამი ათასზე მეტი ტესტია აღებული.

სოფელ ყარაჯალარში ორი ათასზე მეტი, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამი ათასზე მეტი ტესტია აღებული.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში მეშვიდე დღეა მკაცრი კარანტინის რეჟიმია. სოფელი კვლავ წითელ ზონად არის გამოცხადებული და ამ დრომდე ჩაკეტილია.

დღეის მონაცემებით, სოფელ ყარაჯალარში ორი ათასზე მეტი, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამი ათასზე მეტი ტესტია აღებული.

8 ივლისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ამ მომენტისთვის ყარაჯალარში 31 შემთხვევაა დაფიქსირებული, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი – 51.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები