“სოფელ განთიანდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება”

“სოფელ განთიანდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს და დმანისის რაიონის სოფელ განთიანდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება.

„პირველ რიგში მინდა, გამოვეხმაურო გუშინ დმანისის რაიონის სოფელ განთიანდში მომხდარ ინციდენტს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, საზოგადოებას აფრთხილებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააარჩევნო კამპანიის წარმოების ნაცვლად, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, არეულობის გამოწვევას ცდილობს.

„ამ მიზნით, ბოლო დღეებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხაარდამჭერების პროვოცირება. ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლას. სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია თავიდან ვერ ავიცილეთ.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს. არჩევნებამდე დარჩა ათი დღე. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ათი დღის განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა. მოთმენა არის რთული, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები