სოფელ ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

სოფელ ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

სოფელ ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. დაჭრილია სადგურის თანამშრომელი, რომელიც ადგილზე მოლარედ მუშაობდა.

მას ცივი იარაღით თავისა და ბარძაყის არეში აქვს მიყენებული ჭრილობები.

დაშავებული გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ობიექტიდან წაღებულია 1000 ლარამდე თანხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები