სომხეთში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ყურადღებით აკვირდებიან – “ერევანი თბილისის სტაბილურობით დაინტერესებულია”

სომხეთში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ყურადღებით აკვირდებიან – “ერევანი თბილისის სტაბილურობით დაინტერესებულია”

სომხეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ეკონომიკური ინიციატივებისა და განვითარების“ ცენტრის დირექტორის, მარინე არაკელიანის განცხადებით, სომხეთი დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება იყოს სტაბილური.
ამის შესახებ არაკელიანმა სომხურ გამოცემას Tert.am-ს განუცხადა.
მისი თქმით, ზემო ლარსს სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„გამომდინარე იქედან, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში სომხეთის საგარეოსავაჭრო ბალანსი გაუარესდა, ნებისმიერი კონფლიქტის გამწვავება, რომელმაც შეიძლება, საკონტროლო-გამშვები პუნქტის ზემო ლარსის დაკეტვა გამოიწვიოს – სომხეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი იქნება“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე – შექმნილი დაძაბულობის ფონზე ეკონომიკის რომელი სფეროს განვითარებით შეიძლება, ისარგებლოს ერევანმა, მარინე არაკელიანი ამბობს, რომ პირველ ადგილზეა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი, ასევე ძმარი; მეორე ადგილზეა – შავი ლითონი; მესამეზეა სოფლის მეურნეობის პროდუქცია.
„რაც შეეხება საქართველოდან და სომხეთიდან რუსეთში მინერალური წყლის იმპორტს, 2018 წელს პროდუქტმა საქართველოდან 51,2% შეადგინა, სომხეთიდან კი, მხოლოდ 5,1%“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება შექმნილ ვითარებაში შეიცვალა თუ არა სომხეთის ეკონომიკური პოლიტიკა, ან რა მიმართულებით შეიძლება ის შეიცვალოს, არაკელიანი ამბობს, რომ „რთულია ამის თქმა, რადგან პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება“.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები