სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 25-ით გაიზარდა.

სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 25-ით გაიზარდა.

სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 25-ით გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრზე დაყრდნობით იტყობინება.

ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში 290-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სომხეთში 14 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები