სომხეთის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეს უსამძიმრებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეს უსამძიმრებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა, – ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებს დიდ დიღომში დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ამასთან, საქართველოში სომხეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის სომეხი მოქალაქეები და ეთნიკური სომხები არ არიან.

16 იანვარს, ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას მსხვერპლთა და დაზარალებულთა შორის სომეხი მოქალაქეები და ეთნიკური სომხები არ არიან.  აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში თანაგრძნობას გამოხატავს ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით და მხარდაჭერას უცხადებს დაღუპულთა ნათესავებსა და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები