სოხუმში აქციის მონაწილეებმა ე.წ. “პრეზიდენტის ადმინისტრაციაში” იარაღის ოთახი გაქურდეს

სოხუმში აქციის მონაწილეებმა ე.წ. “პრეზიდენტის ადმინისტრაციაში” იარაღის ოთახი გაქურდეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, მუჰამად კილბას, განცხადებით, „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ შეჭრილმა მოქალაქეებმა, იარაღის ოთახი გაქურდეს.

მისი ინფორმაციით, “ყველა ოთახია გაქურდული, წაღებულია სახელმწიფო ხელისუფლების სიმბოლიკები, იარაღის ოთახიდან გარკვეული რაოდენობაა წაღებული”.

„მოლაპარაკება მიმდინარეობს, დააბრუნეს იარაღის ხუთი ერთეული, მაგრამ გაცილებით მეტია წაღებული“, – აღნიშნა კილბამ.

აღნიშნულს, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მსგავსი ფაქტი უცნობია.

„და თუ ასეთი რამ მოხდა – ცუდია. თუმცა, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ იარაღი არის ის, რაც მოსახლეობას ისედაც არ აკლია“, – აღნიშნა ბჟანიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები