2017-2018 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება.
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებულებით დადგინდა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღი განისაზღვრა 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად – 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრა 15 ივნისის წინა პარასკევი.
ზამთრის არდადეგები განისაზღვრა 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე.
ზაფხულის არდადეგები განისაზღვრა 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მიმართულებით იფრენს.

„ჰეროინის კიდევ ერთი მსხვერპლი“ – ამ სათაურით იტალიური პრესა ქართველი გოგონას გარდაცვალების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ესთეტიკური მედიცინის კლინიკა – „სკინ კოდი“ და მედიაჰოლდინგი „კვირა“ ახალ პროექტს, რუბრიკას – „სილამაზის ფორმულა“ წარმოგიდგენთ

გიორგი გახარია სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე: თბილისში უკვე აბსოლუტურად გამიჯნულია საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებები
