სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდგინდა

სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდგინდა

სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მეუფეს, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 164 976 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 137 499-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 540 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. ​კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები