საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისის ახალმა ხელისუფლებამ კარგი სტარტი აიღო – “სიცოცხლით სავსე ქალაქი” სავსებით რეალური პროექტია.
თალაკვაძის განცხადებით, 2018 წლიდანვე კახა კალაძის მერობის პირობებში, დედაქალაქის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით იზრდება, რაც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, სოციალურ პროგრამებს, ახალ ინფრასტრუქტურას, ქალაქის ეკოლოგიას და გამწვანებას მოხმარდება.
დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერიის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინა და რამდენიმე პროექტზე ისაუბრა, რომელიც გაზრდილი ბიუჯეტით დაფინანსდება.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ეკონომიკური თანამშრომლობისა და ევრაზიის რეგიონის სახელმწიფოების თანამშრომლობას.

მამუკა ბახტაძე: ღრმად მწამს, საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა გახდება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, არ სურს ვლადიმერ პუტინის საქართველოში ჩასვლით საჩუქრი გაუკეთოს.
