სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობას ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს-მერაბ ქვარაია

სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობას ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს-მერაბ ქვარაია

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, განაცხადა, რომ საჯაროდ თუ სხვა ვითარებაში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობას ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს. მისვე თქმით, დღესდღეობით ეს რეგულაცია ძალიან სუსტია.

“აშკარა ცილისმწამებლური კამპანიისა და საჯაროდ თუ სხვა ვითარებაში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობას ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს. დღეს ეს რეგულაცია ძალიან სუსტია.

საქართველოში ვცხოვრობთ და უნდა გვესმოდეს, რომ დედის გინება, უცენზურო სიტყვები და სხვა ღირსების შემლახავი კამპანია შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულდეს. ჩვენ, კანონმდებლებს, გვეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ თემაზე იურისტებმა და უფლებადამცველებმა მსჯელობა უნდა დაიწყონ და დისკუსია გახსნან”,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები