სითი პარკთან ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია – ეს არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მათი საქმიანობის და მტაცებლური პოლიტიკის მიმართ-ნარმანია

,,სითი პარკთან ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია – ეს არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მათი საქმიანობის და მტაცებლური პოლიტიკის მიმართ. ბუნებრივია, მკაცრი ზომები უნდა გატარდეს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ “სითი პარკთან” გაფორმებულია ძალიან კაბალური ხელშეკრულება. ჩვენ მოლაპარაკებით მათთან ვერაფერს გავხდით, არც ერთი გონივრული წინადადება მათ არ მიიღეს. მომავალი მერი თუ უფრო მკაცრ ზომებს გაატარებს, ეს მხოლოდ მისასალმებელია.
,,თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ქართული ოცნების მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადება შეაფასა. ცნობისთვის, კალაძემ თქვა, რომ “როგორც კი შევალ მერიაში, მაშინვე დასრულდება ის უმსგავსობა, რაც დღეს ხდება ქალაქში. შესაბამისად, ადამიანებს ექნებათ საშუალება ნორმალურ გარემოში მოახერხონ დაპარკინგება, მანქანის გაჩერება და ა.შ”.
20 სექტემბერი, 2017
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები
ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე მადლობას უხდის თბილისის მერს კახა კალაძეს ნდობის გამოცხადებისთვის
ირაკლი აბესაძე-“სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირ არის მითითებული, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ იცვლება,”-

“ნამახვანზე“ პასუხისმგებლობა გიორგი გახარიას ეკისრება, რომელიც ჩუმად გაურიგდა კომპანიას და შედეგად მივიღეთ ამხელა დაძაბულობა
