„სითი პარკში“ მომუშავე კვალიფიციურ თანამშრომლებს თბილისის მერიაში დაასაქმებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, „სითი პარკის“ თანამშრომლების ბედი აწუხებს და შესაბამისად მათი გამოცდილება გამოყენებული იქნება. „ჩვენ ყველანაირი რესურსი გვაქვს ადამიანების და ტექნიკის თვალსაზრისით და პრობლემა არ არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, იქ მომუშავე ადამიანების ბედიც მაღელვებს, როგორც დედაქალაქის მერს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ინსპექტორები, ვინც ამდენი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, მათი გამოცდილება და კვალიფიკაცია იქნას გამოყენებული და აუცილებლად მივხედავთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „სითი პარკს“ დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ შეუწყვიტა, მის ფუნქციას 10 აპრილის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები