“სირიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აშშ-სა და მათი მოკავშირეების აგრესიული ქმედებების განსახილველად, რუსეთის პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს”

“სირიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აშშ-სა და მათი მოკავშირეების აგრესიული ქმედებების განსახილველად, რუსეთის პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს”

“სირიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აშშ-სა და მათი მოკავშირეების აგრესიული ქმედებების განსახილველად, რუსეთის პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს”, – იუწყება კრემლის ოფიციალური ვებგვერდი.
„14 აპრილს აშშ-მა და მათმა მოკავშირეებმა სირიაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებული ძალების ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე, ჩადენილია აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი გმობს სირიაზე თავდასხმას, სადაც რუსი სამხედროები კანონიერ ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარებიან.
„თავისი ქმედებებით, აშშ ამძიმებს სირიაში ჰუმანიტარულ კატასტროფას, უბედურება მოაქვს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ფაქტობრივად, ტერორისტების წისქვილზე ასხამს წყალს და ამ ქვეყნიდან და რეგიონიდან ლტოლვილების ახალი ტალღის პროვოცირებას ახდენს“, – განაცხადა პუტინმა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები