სინოპტიკოსები ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე ისევ შტორმს ელოდებიან

სინოპტიკოსები ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე ისევ შტორმს ელოდებიან

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში დღესაც შტორმია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ზღვაზე შტორმი კიდევ 2 დღის მანძილზე შენარჩუნდება.

დღისით შტორმის სიძლიერე 4-5 ბალი, ღამით კი 3-4 ბალი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი, ღამით კი -1-დან -3 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები 11 თებერვლიდან ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ. ასევე ზღვაზე შტორმის სიმძლავრე 2-3 ბალამდე შემცირდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები