შვილმოკლული მამა, ორკესტრანტი სოსო ხელაშვილი 2004 წელს მის ტრაგედიასა და დღეს, ზაზა სარალიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელს ავლებს.

შვილმოკლული მამა, ორკესტრანტი სოსო ხელაშვილი 2004 წელს მის ტრაგედიასა და დღეს, ზაზა სარალიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელს ავლებს.

შვილმოკლული მამა, ორკესტრანტი სოსო ხელაშვილი 2004 წელს მის ტრაგედიასა და დღეს, ზაზა სარალიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელს ავლებს. მან ზაზა სარალიძეს თანაუგრძნო, აღნიშნა, რომ მის გვერდითაა, თუმცა განაცხადა, რომ პროცესები პოლიტიზირებულია და მოთხოვნები სამართლიანობის აღდგენას არ შეესაბამება.
“ჩემი ტრაგედია 2004 წელს მოხდა. იმ საქმის გამოძიება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პერიოდში 2 წრეზე წავიდა. მაქვს უსამართლობის განცდა და არ უზეიმია ჩემს შემთხვევაში სამართლიანობას, რადგან მოსამართლემ მკვლელებს 10-10 წელი მიუსაჯა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი დამნაშავე სოსო თოფურიძის შვილი იყო. მან მისჯილი 10-წლიდან 5 “რეზბალნიცაზე” გაატარა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, 1 წლის შემდეგ შეწყალება მეორე მკვლელსაც შეეხო. როცა უკვე პრეზიდენტი ათავისუფლებს ციხიდან, შენ უძლური ხარ. მე ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს. როგორც შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძის გვერდით ვდგავარ, თანავუგრძნობ მას, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა, მოთხოვნები იზრდება და იცვლება. ზაზას გვერდით დგანან ისეთი ადამიანები, რომლებიც საშინელებას ჩადიოდნენ გასულ წლებში. ასე რომ, მინდა ვუთხრა ზაზა სარალიძეს, – ისინი, ჩემი და მისნიარი გამწარებული ადამიანების ტრაგედიით მანიპულირებენ და ამ მდგომარეობას არა სამართლიანობის აღდგენისთვის, არამედ პირადი მიზნებისთვის იყენებენ”, – განაცხადა სოსო ხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 14 მაისს, ორკესტრანტის, სოსო ხელაშვილის 18 წლის ვაჟიშვილი, 40-კაციან სუფრასთან, გულში დანის დარტყმით, მაშინდელი უშიშროების მაღალჩინოსანი ოფიცრის, ახალაიას მოადგილის, სოსო თოფურიძეს შვილმა მოკლა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები