შვედეთში თაგვებისთვის თეატრი და წიგნის მაღაზია გახსნეს

შვედეთში თაგვებისთვის თეატრი და წიგნის მაღაზია გახსნეს

შვედეთის ქალაქ მალმოში, მხატვართა ჯგუფმა, ახალი პროექტი წარადგინა. მათ თაგვებისთვის თეატრისა და წიგნების მაღაზიის მაკეტი შექმნეს.
პროექტის ავტორები ჯგუფ „Anonimouse–ის წევრები არიან, რომლებმაც საკუთარი „ინსტაგრამის“ გვერდზე, მსგავსი სახის პოსტი დაწერეს: „საოცარია როდესაც ხედავ, ამდენი ადამიანი, ასეთ პატარა არსებებზე ზრუნავს, დიდი მადლობა ყველას, წამახალისებელი სიტყვებისა და დახმარებისთვის“.
მალმოს ქუჩებში გამოჩენილმა მინიატურულმა თეატრმა და წიგნის მაღაზიამ, მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
ჯგუფ „Anonimouse“–ის ოფისი „Amiralsgatan”-ის 7 ნომერში მდებარეობს. ჯგუფის წევრები მოსახლეობას საშობაო დეკორაციებით დახმარებისკენ მოუწოდებენ.

 

კატეგორიები: საინტერესო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები