შტაბკვარწირებმა ერთმანეთში ატარონ გამოკითხვები – თბილისის მერია ტაქსის მძღოლების გარკვეულ ნაწილს მანქანების გადასაღებად ვაუჩერებს დაურიგებს

შტაბკვარწირებმა ერთმანეთში ატარონ გამოკითხვები – თბილისის მერია ტაქსის მძღოლების გარკვეულ ნაწილს მანქანების გადასაღებად ვაუჩერებს დაურიგებს

ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაეცემა ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„პირველ რიგში, უნდა შევეხო ტაქსების რეგისტრაციის პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. ტაქსის სერვისის დარეგულირება რომ აუცილებელია, ამაში სადავო არაფერია. ამასვე ადასტურებს ყველანაირი კვლევა და ჩვენი საზოგადოების დიდი მხარდაჭერა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს უკვე გაცემული აქვს 12 000-მდე ნებართვა და ახლაც მიმდინარეობს ნებართვების გაცემა მსურველებზე. ამის პარალელურად, 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში უკვე მოძრაობენ რეგისტრირებული ტაქსები და კიდევ ერთხელ შევახსენებ ტაქსის სერვისის განხორციელების მსურველებს, რომ არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით.

როგორც მოგეხსენებათ, ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ვიზუალური სტანდარტის ამოქმედებას ითვალისწინებს. ვიზუალური სტანდარტი მოიცავს ფერს და თქვენ იცით, რომ საკრებულოში ჩვენ მიერ ინიცირებულია თეთრი ფერი. ჩვენ კარგად გვესმის იმ ადამიანების, რომელთა ოჯახებისთვის ტაქსის მომსახურებით მიღებული შემოსავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეგისტრირებული ტაქსების მძღოლებს ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, მიიღონ დამატებითი შემოსავალი სატრანსპორტო საშუალებაზე რეკლამის განთავსებით და მათ ასევე საჩუქრად გადაეცემათ სახურავზე განსათავსებელი მანათობელი.

ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაეცემა ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი – მათ არ დაუჯდებათ არცერთი თეთრი. შტაბკვარწირებმა ერთმანეთში ატარონ გამოკითხვები, თუ როგორია დედაქალაქის მერის მიდგომა ტაქსებთან მიმართებაში,” – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები