შსს – თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან სპეცრაზმისა და საბრძოლო ტექნიკის გამოჩენა სასწავლო წვრთნებს უკავშირდება

შსს – თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან სპეცრაზმისა და საბრძოლო ტექნიკის გამოჩენა სასწავლო წვრთნებს უკავშირდება

თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გარე პერიმეტრზე სპეცრაზმისა და საბრძოლო ტექნიკის გამოჩენა სასწავლო წვრთნებს უკავშირდება.

შსს-ს განცხადებით, აშშ-ის საელჩოს აქვს სასწავლო ცენტრი, სადაც პერიოდულად სწავლება ტარდება. სწორედ ამას უკავშირდებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმისა და საბრძოლო ტექნიკის გამოჩენა.

სასწავლო წვრთნის გამო, აშშ-ის საელჩოს გარე პერიმეტრზე გზის გარკვეული მონაკვეთები დროებით გადაკეტილი იყო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები