შსს-ს ცნობით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება ძალაში რჩება.

შსს-ს ცნობით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება ძალაში რჩება.

შსს-ს ცნობით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება ძალაში რჩება.

„მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქუჩებში) ჩატარება იგეგმება 2018 წლის პირველი ნახევრიდან. რაც შეეხება აღნიშნული გამოცდის თბილისის ქუჩებში ჩატარებას, დედაქალაქის არც ერთ ქუჩაზე არ იგეგმება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის განხორციელება“, – აცხადებენ შსს-ში.

თავდაპირველი ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ მოძრაობაში გადასვლის შემდეგ, თბილისისა და რუსთავის ქუჩებში უნდა ჩატარებულიყო. ამ მიზნით რუსთავში კონკრეტული ქუჩები შსს-ს მომსახურების სააგენტომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეარჩია, დედაქალაქში კი შესაბამისი ქუჩების განსაზღვრაზე მუშაობა მიმდინარეობდა.

2018 წლის 1 იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს. ეს ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები