„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისმა დანაყოფმა შეამოწმა 2016 წლის მაისში „ლეო გრანდის“ სასტუმრო, სადაც გამოვლინდა დარღვევები

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისმა დანაყოფმა შეამოწმა 2016 წლის მაისში „ლეო გრანდის“ სასტუმრო, სადაც გამოვლინდა დარღვევები

აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელის განცხადებით, სასტუმრო „ლეო გრანდი“ 2016 წელს შეამოწმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რა დროსაც აღმოჩენილი იქნა უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ლევან მაისურაძის განცხადებით, განმეორებით, სასტუმრო ერთი წლის შემდეგ შემოწმდა და დაფიქსირდა იგივე დარღვევები. რის შემდეგაც სასტუმროს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისმა დანაყოფმა შეამოწმა 2016 წლის მაისში „ლეო გრანდის“ სასტუმრო, სადაც გამოვლინდა შემდეგი დარღვევები, მათ არ ჰქონდათ საევაკუაციო გეგმები, არ ჰქონდათ შესაბამისი რაოდენობით ცეცხლმაქრები და შესაბამისი დოკუმენტაცია. 2017 წელს, ივნისის თვეში განმეორებით მოხდა აღნიშნული სასტუმროს შემოწმება, მათ იგივე დარღვევები აღმოაჩნდათ, რის შემდეგაც სასტუმროს ადინისტრაციული სახდელი დაედო“,-განაცხადა მაისურაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები