შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 295 წვევამდელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ეზოში სამხედრო ფიცი დადო. ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, შემდეგ კი წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ხსოვნას.
ფიცის დადების პარალელურად, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 25 წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა.
ახალწვეულები შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, კი ისინი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები
დეკანოზი კახაბერი-სამართლებრივად მუშავდება ეს საკიტხი, რომ რა ფუნქციები უნდა შეასრულოს მან [მიტროპოლიტი შიო

მამუკა კობახიძემ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ შეცდომა საპროექტო დონეზე იყო დაშვებული, თუ სამშენებლო დონეზე, ამას გამოძიება დაადგენს.
