შსს-ს აკადემიამ ISO 21001:2018 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო

შსს-ს აკადემიამ ISO 21001:2018 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ სტანდარტიზაციის
საერთაშორისო ორგანიზაციის – ISO 21001:2018 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო.

SO 21001:2018 კატეგორიის სერტიფიკატი საგანმანათლებლო
დაწესებულებებზე ვრცელდება.შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის სერტიფიკატის მიღების პროცესი
განხორციელდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის – „ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ – დაფინანსებითა და მასერტიფიცირებელი
ორგანოს – „ბიურო ვერიტას ჯორჯია“ ჩართულობით.

ISO 21001:2018 წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის
უახლეს გამოცემას საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტის სისტემების
რეგულაციისათვის. აღნიშნული სტანდარტი ორიენტირებულია საგანმანათლებლო
ორგანიზაციების მენეჯმენტის სისტემის გაძლიერებაზე, მათი მომსახურებისა და
პროდუქტების ხარისხის ამაღლებაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში,
რომელსაც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO 21001:2018
სერტიფიკატი გააჩნია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები