შსს: ქუთაისსა და ბათუმში რჩება საკონტროლო გამშვები საგუშაგოები, სადაც მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვა გაკონტროლდება

შსს: ქუთაისსა და ბათუმში რჩება საკონტროლო გამშვები საგუშაგოები, სადაც მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვა გაკონტროლდება

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში ქალაქში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ქალაქებში რჩება საკონტროლო გამშვები საგუშაგოები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ე.წ. კომენდანტის საათის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვას გააკონტროლებენ. აღნიშნულ საგუშაგოებზე, ასევე, გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი.

თბილისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა კვლავ ძალაშია.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები