შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, რესტორან „თავადურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ შსსავრცელებს.
შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა. შსს-ს მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მამაკაცის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
კატეგორიები:
საზოგადოება