შსს-მ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ახალგაზრდების დროულად გათავისუფლება-კახაბერ საბანაძე

შსს-მ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ახალგაზრდების დროულად გათავისუფლება-კახაბერ საბანაძე

შსს-მ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ახალგაზრდების დროულად გათავისუფლება – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“ ჩართვისას, ქუტაშვილის და პავლიაშვილის თაობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს წამების კვალი არ აღენიშნებათ.
„გათავისუფლებული არიან ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, საქართველოს მოქალაქეები და ისინი უკვე არიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. შსს-მ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ახალგაზრდების დროულად გათავისუფლება.როგორც მოგეხსენებათ, ისინი 22 თებერვალს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააკავეს და დღეს უკვე მოხდა ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა“, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებოდნენ. დე ფაქტო რეჟიმს ქართული მხარისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ამ დრომდე არ გადმოუცია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები