შსს-მ მარნეულის რაიონში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

შსს-მ მარნეულის რაიონში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1962 წელს დაბადებული კ.ა. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პოლიეთილენის პარკში შეფუთული 18,2484 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 2,2815 გრამ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები