შსს-მ ხაშურში მომხდარი დანაშაული გახსნა

შსს-მ ხაშურში მომხდარი დანაშაული გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ლ. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ხაშურში დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 ივნისს, ქ. ხაშურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა ორ პირს: 1986 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს და 1984 წელს დაბადებულ ო.თ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზ.ხ. და ო.თ. სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, 1984 წელს დაბადებული ო.თ.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა, რომელი ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები