შსს-მ ე.წ. საქართველოს დარაჯის წევრების მიერ უცხოელების შევიწროებაზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ე.წ. საქართველოს დარაჯის წევრების მიერ უცხოელების შევიწროებაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “საქართველოს დარაჯის” საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას და მის ხელმძღვანელობას გულისხმობს. საქმე ეხება ჯგუფს, რომელიც რამდენიმე დღეა აღმაშენებლის გამზირზე “პატრულირებს”. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.

ჯგუფის წევრები საკუთარ თავს “საქართველოს დარაჯებს” უწოდებენ. როგორც შსს-ში ამბობენ, მათ შესახებ გამოძიება ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც, “საქართველოს დარაჯის” წევრები აღმაშენებლის გამზირზე უცხოელებს ავიწროებდნენ.

პოსტი ამის შესახებ 11 სექტემბრის საღამოს, ერთ-ერთმა ფეისბუკ მომხმარებელმა თავის გვერდზე გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ორი კაცი, რომლებსაც მაისურებზე ეწერათ „საქართველოს დარაჯი“ ინდოელ კაცებს ეკამათებოდნენ: „აღმოჩნდა, რომ ეს ორი გაურკვევლი პირი საბუთებს სთხოვდა ამ ორ ინდოელ მამაკაცს, იმ საფუძვლით, რომ ეჭვი იყო მათი არალეგალობის შესახებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გარეთ იდგნენ და ლუდს სვამდნენ. ასევე გაირკვა რომ ეს ორი გაურკვეველი ტიპი ყოველდღე ამ ტერიტორიაზე არის და აკვირდება ყველა უცხო ქვეყნის წარმომადგენელს… ერთ-ერთმა საქართველოს დარაჯმა განაცხადა, რომ დროშაზე აქვს დაფიცებული, რომ საქართველოს დაიცავს არალეგალებისგან“.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები