შსს-მ დეპუტატის ინტიმური კადრები, რომელიც კვლავ გავრცელდა, სოციალურ ქსელში დაბლოკა

შსს-მ დეპუტატის ინტიმური კადრები, რომელიც კვლავ გავრცელდა, სოციალურ ქსელში დაბლოკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინა და გავრცელებული ვიდეო დაბლოკა.

„სამართალდამცველების მიერ მოხდა ამავე ქსელის ადმინისტრაციის ჯგუფთან კომუნიკაცია. შედეგად, გავრცელებული ვიდეოკადრები სოციალური ქსელიდან წაიშალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება“, – განუცხადეს “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები