შსს გუგეშაშვილის დაჭრასთან და მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს გუგეშაშვილის დაჭრასთან და მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილის დაჭრასთან და მისი შვილის მკვლელობასთანდაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- აცხადებენ შსს-ში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები