შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ბექა დოჭვირმა, რუსთავში დაკავებული პოლიციელების შესახებ კომენტარი გააკეთა.

შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ბექა დოჭვირმა, რუსთავში დაკავებული პოლიციელების შესახებ კომენტარი გააკეთა.
“საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ქ. რუსთავის 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არც ერთ შემთხვევაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.
ზოგადად პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება”, – აღნიშნა ბექა დოჭვირმა.
წყარო:kvira.ge
მსგავსი სიახლეები

ნინო ლომჯარია სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევებზე აპარატში მიმდინარე საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს ეხმაურება

ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტის დღევანდელ დეკლარაციაში მსოფლიოს 84 ქვეყანა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს კიდევ ერთხელ დაუჭერს.

შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს ჩვენთან და ბოლო სამ დღეში უკვე ორჯერ გვქონდა ნახტომისებური ზრდა
